„ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართავს, აჭარის პროკურატურისა და აუდიტის სამსახურისადმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გამოეხმაურა.
ოპოზიცია, "მზიურის" ყოფილი ტერიტორიის გასხვისების საკითხის გამოკვლევას და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის დათვლას მოითხოვს.
„დარწმუნებული ვარ, დაიწყება მშენებლობა და მე აუცილებლად ვთხოვ კომპანიას, მოსაწვევი გამოაგზავნოს არა მარტო მთავრობაში, არამედ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის ჩვენ ოპონენტებთან, რომლებიც დარწმუნებული ვარ, გახარებული იქნებიან ამ პროექტის განხორციელებით. ძალიან მალე, ეს პროექტი დაიწყება. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ყველა ბიზნესის წარმომადგენელს, ყველა სფეროს, თუ ხდება და ზოგადად შესაძლებელია შეიცვალოს პროექტი, განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები, მოზიდულ იქნეს დამატებითი თანხები.
"პროექტი ნამდვილად მოცულობითია, საჭიროებს დამატებითი თანხის მოზიდვას და შესაბამისად, ეს იყო საფუძველი, შესაძლებელია, ცოტა დროის გაჭიმვის,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
მახინჯაურში ყოფილი "მზიურის" ტერიტორია 2 წლის წინ ერთ-ერთ კომპანიაზე გაიყიდა. 10 მილიონიანი ინვესტიციით, ტერიტორიაზე, 100 ნომრიანი სასტუმრო და სარეკრეაციო ზონა უნდა გაეშენებინათ, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, ადგილზე გაიჩეხა ხეები და ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა.
”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, კომპანიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მფარველობს.