18 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
გენერლის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლში ჩხრეკა ჩატარდა

გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა. სამართალდამცველები 2 საათის განმავლობაში ამოწმებდნენ მცხეთის ქუჩაზე მდებარე სახლს. ექსპერტ კრიმინალისტებმა და გამომძიებლებმა ჭანტურიას საცხოვრებელი ცოტა ხნის წინ დატოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტებს არანაირი ნივთმტკიცება არ ამოუღიათ, გიორგი ჭანტურიას მეუღლის საცხოვრებელი ბინიდან.

ჩხრეკა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ოჯახის წევრების ინფორმაციით, მეზობლები ესწრებოდნენ.

„ჩატარდა ჩხრეკა, აბსოლუტურად არაფერი არ უნახავთ. ჩხრეკა ერთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა,“ - ამბობს გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრი.

გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს, შემდეგ კი ვაზნების უკანონო შენახვისთვის დააკავეს. მისი მშობლების სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა მაკაროვის ტიპის იარაღის 9 ვაზნა ამოიღეს. ჭანტურიას ბრალი დილის 6 საათამდე უნდა წაუყენონ. 

დღის ამბები