20 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
ბორჯომის საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შემქნას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს 

შეიქმნება თუ არა ორი ფრაქცია ბორჯომის საკრებულოში, დღეს გაირკვევა. ამისთვის ოპოზიციის ხმებიც გადამწყვეტი იქნება. ფრაქციების შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც "ქართული ოცნება" ორმა წევრმა დატოვა.

საკრებულოში ფიქრობენ, რომ პოლიტიკური გადაადგილებები „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის, რაც ქალაქის ბიუჯეტს დამატებით 300 ათასი ლარი უჯდება.

„ხელოვნურად არიან დაშლილები, ხალხს უძვრებიან ჯიბეში. არ ეყოთ ოთხი წელი ჭამა და დროსტარება და ახლა უნდათ ხელოვნურად დაინიშნონ დაფინანსება,“ - აცხადებს ბორჯომის საკრებულოს წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან", გიორგი გიუაშვილი.

ორი ახალი ფრაქციის შექმნას მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“.

დღის ამბები