20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის მიღებას NDI-ის გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს

შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის ერთი პუნქტი სექსუალური შევიწროების საკითხს ეხება.

კითხვაზე, დაუჭერდით თუ არა მხარს პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის მიღებას? გამოკითხულთა 77% დადებითად პასუხობს. 14% კი მხარს არ დაუჭერდა. 8%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-იმ საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები შეისწავლა და 2300-მდე რესპოდენტი გამოკითხა. კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა.  გამოკითხვის შედეგების ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.9%-ია.

ამავე თემაზე
დღის ამბები