18 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
47%-სთვის გურამ კაშიას მიერ სამკლაურის გაკეთება მიუღებელია, 46%-სთვის არა - NDI

შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის გარკვეული ნაწილი გურამ კაშიას მიერ 15 ოქტომბრის მატჩზე სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერების კაპიტნის სამკლაურის გაკეთებას ეხება.

კითხვაზე, იცოდით თუ არა ჰოლანდიური "ვიტესის" კაპიტანი და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის მიერ სამკლაურის გაკეთების შესახებ, გამოკითხულთა 52%-მა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, 43%-მა აღნიშნულის შესახებ არ იცოდა, 6%-მა კი დააფიქსირა პასუხი - „არ ვიცი“.

დასახლებების მიხედვით აღნიშნულის შესახებ ყველაზე მეტად ინფორმირებული დედაქალაქის მოსახლეობა იყო, 72%-ით.

იმ 52%-დან, ვინც კაშიას მიერ სამკლაურის გაკეთების შესახებ იცოდა, 76%-ს არ მოეწონა კაშიას ეს ქმედება, მაგრამ მას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. 47%-სთვის გურამ კაშიას ქმედება მიუღებელია, 46%-სთვის მისაღებია. 31% მხარს უჭერს კაშიას ქმედებას, ხოლო 62% კი არა.

შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები შეისწავლა და 2300-მდე რესპოდენტი გამოკითხა. კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვის შედეგების ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.9%-ია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები