18 ნოემბერი 2024,   04:10
ვრცლად
ბინათმესაკუთრეობის და ამხანაგობის დაფინანსების სტრუქტურა იცვლება

ბინათმესაკუთრეობის და ამხანაგობის დაფინანსების სტრუქტურა იცვლება. თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, დღეიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ამხანაგობის ფარგლებში განხორციელდება, 100%-ს დედაქალაქის მერია დააფინანსებს.

ილია ელოშვილის განმარტებით, ცვლილებების მიხედვით, ამხანაგობას ექნება ვალდებულება, რომ დახარჯული თანხის 10% თავად შეაგროვოს და სხვა, დაბალბიუჯეტიან ინფრასტრუქტურულ პროექტს მოახმაროს.

„ნებისმიერი პროექტი, რომელიც განხორციელდება, განხორციელდება ტენდერების საშუალებით და გამგეობა და მერია დააფინანსებს 100%-ით, ანუ ჩვენ არ ვთხოვთ თანადაფინანსებას მოსახლეობას. რაც მოეთხოვება მოსახლეობას, იქნება ის, რომ ტენდერის ფასის მიხედვით, 10% მათ უნდა შეაგროვონ ამხანაგობის ფარგლებში, თავად გადაწყვიტონ თუ დამატებით რა ტიპის ინფრასტრუქტურულ ან ეკონომიკური განვითარების პროექტებზე მოიხმარენ ამ 10%-ს,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

დღის ამბები