18 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
საერთაშორისო კონვენციების დარღვევა - „ჰაბ ჯორჯია“ ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯია“ ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციამ დეტალურად შეისწავლა საქართველოს საავიაციო პოლიტიკა. სამოქალაქო სექტორის ანგარიშში ასევე მოხვდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან საერთაშორისო კონვენციებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტები.

„ევროკავშირი ამბობს, რომ არ შეიძლება არა თუ უცხო კომპანიის, არამედ ქვეყანას არ აქვს უფლება თავისივე ავიაკომპანია დააფინანსოს. ეს გამოიწვევს კონკურენციის დარღვევას,“ - განაცხადა ”ჰაბ ჯორჯიას” დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ.  

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არსებობს დარღვევები სატენდერო პირობების შესრულების კუთხითაც. 

დღის ამბები