დონალდ ტრამპი რუსეთს საერთაშორისო სანქციების დარღვევით ჩრდილოეთ კორეის დახმარებაში ადანაშაულებს. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ტრამპის თქმით, მოსკოვის დახმარების წყალობით, ფხენიანი ყოველდღიურად უახლოვდება შეერთებული შტატების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესაძლებლობას.
"რუსეთი საერთოდ არ გვეხმარება ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით. რასაც ჩინეთი გვეხმარება, რუსეთი აფუჭებს" - აცხადებს დონალდ ტრამპი.