18 ნოემბერი 2024,   04:15
ვრცლად
"სემეკმა" კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგად კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა. პროექტის ფარგლებში სს „თელასის“, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების პროცესი შემოწმდა.

კვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს მიეცათ რეკომენდაციები და მათ შესასრულებლად ვადები განესაზღვრათ.

კვლევის შედეგად მომსახურების პირობების გარკვეული დარღვევები გამოვლინდა, მათ შორისაა რიგი სამივე კომპანიის სათავო ოფისში სხვადასხვა სამუშაო საათებში. სს „თელასის“ მომსახურების ცენტრში მოქალაქისთვის განაცხადის ჩაბარებაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ მიერთების განაცხადი ბარდება მხოლოდ კომპანიის სათაო ოფისში. 

ერთ-ერთი დარღვევის მიხედვით, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მიერ მოთხოვნილი იქნა შიდა ქსელის აზომვითი ნახაზი, როგორც განცხადების ჩაბარების პირობა, მაშინ როცა მოქალაქე მიერთების განაცხადის ჩაბარებისას არ ითხოვდა შიდა ქსელის მოწყობას.

ასევე, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ უარი ეთქვა მოქალაქეს თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის ჩაბარებაზე, მაშინ როცა მან წინასწარ გადაიხადა მიერთების საფასური. კომპანიისგან მოთხოვნილი იქნა ბეჭდით დამოწმებული ამონაწერი ბანკიდან, საბანკო რეკვიზიტების მითითებით. მომხმარებელმა ვერ ჩააბარა განაცხადი, მიუხედავად იმისა, რომ მიერთების განაცხადში მითითებული ჰქონდა საბანკო რეკვიზიტები, სადაც შესაძლო უარის შემთხვევაში მოხდებოდა თანხის დაბრუნება.

დარღვევები დაფიქსირდა მოკლე ტექსტური შეტყობინებით ინფორმირების დროსაც. 

დღის ამბები