„ჩვენ კიდევ ერთხელ გვირჩევნია, რომ საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ, როდესაც ვაკეთებთ პროგნოზებს ამა თუ იმ მიმართულებით,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ძირითადად ისინი შიდა კვლევებს ენდობიან.
„თავის დროზე ჩვენ ხშირად გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ჩვენი შედეგები აცდენილი იყო CRRC-ის მიერ მოწოდებულ შედეგებს. არჩევნებზე იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული და რეალურად, ჩვენი შიდა კვლევები დაემთხვა არჩევნების შედეგებს და აცდენა იყო CRRC-ის შედეგებსა და არჩევნებს შორის,“ - აღნიშნა კობახიძემ.