20 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ის შეიცავს ძალიან სერიოზულ დამაზიანებელ რისკებს - ანა ნაცვლიშვილი მაუწყებლის შესახებ კანონზე 

იმედი მაქვს, პრეზიდენტის ვეტო არ იქნება დაძლეული - ეს განცხადება, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა, მაუწყებლის შესახებ კანონზე საუბრისას გააკეთა.

ნაცვლიშვილი 52 მედია ორგანიზაციის პარლამენტისადმი მიმართვას გამოეხმაურა, სადაც კერძო მაუწყებლები მმართველ გუნდს პრეზიდენტის ვეტოს გაზიარებისკენ მოუწოდებენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ყურადღებას მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების უარყოფით გავლენებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ამ მიმართვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის უპრეცედენტო კონსენსუსი, რომელიც სრულიად სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მასშტაბის, პრიორიტეტების მქონე მედია საშუალებებს აქვთ ამ კანონთან მიმართებაში, რომ ის შეიცავს ძალიან სერიოზულ დამაზიანებელ რისკებს მედიაგარემოსთვის და პლურალისტული მედია სივრცისთვის საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის ვეტო, რომელიც ეფუძნება სწორედ ამ კონსენსუსს და იმ რისკების გაანალიზებას, რომელსაც ეს კანონი შეიცავს, პრეზიდენტის ვეტო არ იქნება დაძლეული,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები