ხმაური იყო თელავის საკრებულოს სხდომაზე - ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერების პროტესტი წინა სხდომაზე თელავის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მიღებამ გამოიწვია.
დეპუტატები თვლიან, რომ საკრებულომ ბიუჯეტი კანონის გვერდის ავლით მიიღო.
სხდომაზე ფრაქციების თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხზეც იმსჯელეს. საკითხს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.
თელავის საკრებულოს 2 ახალი ფრაქცია და 5 მოადგილის პოსტი ემატება, რომლებიც ხელფასს ბიუჯეტიდან მიიღებენ.