18 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
თემქაზე მშენებარე შენობიდან მამაკაცი გადმოვარდა - მას ოპერაცია უტარდება

თემქაზე მშენებარე შენობის მეორე სართულიდან 27 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ამ დროისათვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

დაცვის თანამშრომლები „რუსთავი 2“-თან საუბარისას აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების ზომები მშენებარე ობიექტზე დაცულია. ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ დაშავებულს შესაძლოა, საქამრე გაუტყდა და ამიტომ ჩამოვარდა. ისინი ასევე, აცხადებენ, რომ შენობიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ჩაფხუტი არ ეხურა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

დღის ამბები