20 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
"დეპუტატების 80% აქ მოსულები ხართ ასაწევ-დასაწევად" - ცხარე კამათი ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულომ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე 21 საკითხი განიხილა. ხმაური თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მოჰყვა, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის 1000 კილოვატიანი ვაუჩერის გადაცემას შეეხებოდა.

ცხარე კამათი ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის 10 თეთრით გაძვირებამ, ასევე, თანამდებობრივი სარგოებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცებამ გამოიწვია.

სხდომა თითქმის, 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ინციატივა 17 მაღალი თანამდებობის პირს შრომის ანაზღაურების 300-300 ლარით შემცირებას შეეხებოდა, დაზოგილი თანხით კი, აპარატის თანამშრომელების შრომის ანაზღაურება უნდა გაზრდილიყო. ეს ინიციატივაც უმრავლესობამ არ მიიღო.

„სერიოზული სახით ყავის დალევა ყველას შეუძლია. დეპუტატების 80% აქ მოსულები ხართ ასაწევ-დასაწევად,“- განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები