კინოთეატრ "ამირანში" მედიის წარმომადგენლებისთვის მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცის" ჩვენება გაიმართა. რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ნამუშევარი ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებაზე გვიამბობს, მთავარ როლს კი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.
ფილმის ოფიციალური პრემიერა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 20 იანვარსაა დაგეგმილი.