"ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევა პოლიტიკურთან ერთად, სოციალურ და თანასწორობის საკითხებსაც ეხებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა გენდერული თანასწორობის პრობლემები იყო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კვლევის შედეგები აშკარად მიანიშნებს, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით ტოლერანტული გახდა.
გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა სექსუალური შევიწროების კუთხით დასახვეწია.
გამოკითხული 5 ადამიანიდან 4 მიიჩნევს, რომ სექსუალური შევიწროებაა კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ქმედების მოთხოვნა, ასეთი კომენტარების გაკეთება სამსახურში, არასასუსრველი სექსუალური ხასიათის შეთავაზება, საზოგადოებრივ სივრცეში უცხო ადამიანზე განზრახ შეხება.
გამოკითხულთა 26 პროცენტის აზრით, ქუჩაში სექსუალური ხასიათის ფრაზის მიძახება სექსუალური შევიწროება არ არის.
სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველის აზრით, საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობის საკითხი უნდა გახდეს.
გამოკითხვა შეეხო გურამ კაშიას ლგბტ დროშის ფერებში გაფორმებული სამკლაურით საფეხბურთო მოედანზე გასვლასაც. ქართველი ფეხბურთელის მიერ თანასწორობის აქციაში მონაწილეობა რესპოდენტების 31%-სთვის მისაღები იყო. ყველაზე მეტი 72% კი კაშიას ქმედებას არ იწონებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მას გამოხატვის უფლება ჰქონდა.
ავტორი: თამთა ჯიქია