მხატვარი, რომელიც 45 წელია, კოლხურ ოდებს ხატავს, ტრადიციული ქართული არქიტექტურის მქონე სახლების კულტურულ ძეგლებად აღიარების სურვილით 80 წლის ასაკში ახალ პროექტს იწყებს.
რეზო ადამია UNESCO-ს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში კოლხური ოდა-სახლების შეტანას ოფიციალურადაც სთხოვს. მანამდე კი ხელოვანი ხელმოწერების შეგროვებასაც აპირებს.
ქართული არქიტექტურული ძეგლების გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მხატვარი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას მიიჩნევს.
კოლხურ ოდებს რეზო ადამიანია უკვე წლებია, ყველა სეზონზე, განსხვავებულ ამინდში, დღისით და ღამით, სამეგრელოს სხვადსხვა სოფელში ხატავს.