18 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
თემქაზე მშენებარე შენობის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

თემქაზე მშენებარე შენობის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 27 წლის მამაკაცი სამუშაოებს ჩაფხუტისა და უსაფრთხოების ქამრის გარეშე ასრულებდა.

მუშა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა. სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები