20 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა განახლდება

დღეს დილიდან განახლდება მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლოში. პროცესი კიევის დროით 10 საათზე იწყება. სხდომას
3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გაუძღვება.

პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის ლარისა ცოკოლის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ბრალდება საქართველოს მესამე პრეზინდეტისთვის შინა პატიმრობას ითხოვს.
ადვოკატი სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. 

"მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, ამიტომ გამარჯვების იმედი გვაქვს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაში სასამართლო სისტემა, მათ შორის ეს სასამართლო კოლეგია, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ამიტომ, ძნელია პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეები," - განაცხადა რუსლან ჩერნოლუცკიმ. 

დღის ამბები