ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ის ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ყველა ტაძარში წყალკურთხევა, ანუ დიდი აიაზმა აღესრულება, მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
კათოლიკოს პატრიარქი დილიდან წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, წირვა-ლოცვას სამების ტაძარში აღავლენს.
დღესვე დაგეგმილი იყო მორიგი საყოველთაო ნათლობის ჩატარება, თუმცა ის კვირისთვის გადაიდო.