ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, წუხელ აჭარაში ზღვის კურთხევისა და მრევლის განბანვის ტრადიციული რიტუალი გაიმართა. ბათუმში მრევლი ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა.
წირვის დასრულების შემდეგ კი, ზღვის სანაპიროსკენ მსვლელობა მოეწყო. შესრულდა ზღვის კურთხევა, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ.
ტრადიცია აჭარაში ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველ წელს ნათლისღების ღამეს სრულდება.