18 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ნათლისღების დღესასწაული - საზეიმო წირვას პატრიარქი აღავლენს

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. ის ერთ-ერთია თორმეტს საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ყველა ტაძარში წყალკურთხევა ანუ დიდი აიაზმა აღესრულება, მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

სამებაში ცოტა ხნის წინ უკვე მივიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ილია მეორე საზეიმო წირვას აღავლენს. არსებული ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მრევლს წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებით მიმართავს, თუმცა შესაძლოა პატრიარქის საზეიმო სიტყვა ტაძარში წაიკითხონ.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოც.

„ეს არის დღე, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა, იორდანეში მონათლა მაცხოვარი. ეს არის ასევე გაცხადების დღე. ამ დღეს გაცხადდა ყოვლად წმინდა სამება, მამის ხმა გაისმა და სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოევლინა იქაურობას. უდიდესი დღესასწაულია მართლმადიდებლებისთვის. მისი უწმინდესობა აღავლენს ყოვლად წმინდა სამების ტაძარში საზეიმო წირვას, წირვას მოებმის დიდი აიაზმა, წყალკურთხევა და ყველა მართლმადიდებელს შესაძლებლობა ექნება წყალკურთხევის შემდეგ ეს წყალი უკვე წაიღოს და საჭიროებისამებრ მოიხმაროს,“ - განაცხადა მამა იოანე მჭედლიშვილმა.

დღის ამბები