HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ეხმაურებიან. განცხადება ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
დეკანოიძემ 2017 წლის მოვლენების შეფასებითი დოკუმენტის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარილის საქართველოდან გატაცებას ეხება.
„გამოძიება მხოლოდ მიმდინარეობს იქ, სადაც არ არის დაინტერესება ხელისუფლების. ეს ანგარიში წარმოადგენს მუხთარლის საქმეს, როდესაც სამართალდამცველებმა არა თუ პასუხები არ გასცეს კითხვებს, რომელიც დაისვა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, არამედ რეალურად არ წარმოადგინეს ის მტკიცებულებები თუ რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული საქართველოს ხელისუფლება და სამართალდამცავი სტრუქტურა მუხთარლის მოტაცებაში. მართლმსაჯულების სისტემას ხელისუფლება საკუთარი დაინტერესების მიხედვით იყენებს,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.