18 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
HRW-ის ანგარიში არის მორიგი დადასტურება, რომ სახელმწიფომ მიიღოს ქმედითი გადაწყვეტილება - სულხან სალაძე 

როდესაც გამოძიება ეხება პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულს, იქ როგორც წესი, გამოძიება არის პრობლემური - ეს განცხადება, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ გააკეთა.

სალაძე „HUMAN RIGHTS WATCH“-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც 2017 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენებია აღწერილი. კერძოდ კი, საუბარი სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პრობლემურობას ეხება.  

„HUMAN RIGHTS WATCH“-ის ეს ანგარიშიც არის მორიგი დადასტურება თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მიიღოს ქმედითი გადაწყვეტილება და რეალურად შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. ის ფაქტები, მათ შორის "საიას" საქმეებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველთან დაკავშირებით მოყვანილი სტატისტიკა, კიდევ ერთხელ ნათლად უსვამს ხაზს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, როდესაც გამოძიება ეხება პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულს, როდესაც საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან ნებისმიერ სამართალდამცავ სტრუქტურას, იქ როგორც წესი, გამოძიება არის პრობლემური,“ - აცხადებს სულხან სალაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ „HUMAN RIGHTS WATCH“-ის ანგარიში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებს. იმიტომ, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი და იმიტომაც, რომ ამ ფაქტების გამოძიება ფაქტობრივად ეფექტურად არ მომხდარა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები