20 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
აცდენილები არიან იმ ბუნებას, რაც ამ ორგანიზაციას აქვს - ლევან გოგიჩაიშვილი HRW-ის ანგარიშზე

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მე ცოტა ვფიქრობ, რომ აცდენილები არიან იმ ბუნებას, რაც ამ ორგანიზაციას აქვს,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშს.

ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს მმართველმა პარტიამ დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე, განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა.

ლევან გოგიჩაიშვილი აღნიშნულ დასკვნას არ იზიარებს და აცხადებს, რომ კონსტიტუცია საზოგადოების მხარდაჭერით მიიღეს.

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში, რომ ჩვენ ცუდად მოვქცეულიყავით, მაშინ საზოგადოება ასეთ მხარს არ დაგვიჭერდა,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

პოლიტიკოსის თქმით, HUMAN RIGHTS WATCH თავის საქმიანობის ფარგლებს გასცდა.

„პოლიტიკა არ არის მათი საქმე, მათი საქმე არის ადამიანის უფლებების დაცვა. კონსტიტუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი და ადამიანის უფლებების თავი არის ყველაზე მაგარი თავი, რაც კი შეიძლება იყოს ამ კონსტიტუციურ ტექსტში,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები