„HUMAN RIGHTS WATCH“-ის ყოველწლიური ანგარიში და საქართველოში მიმდინარე პროცესების კრიტიკული შეფასება. დოკუმენტის ავტორების ყურადღების ცენტრში საკონსტიტუციო რეფორმა, "რუსთავი 2"-ის საქმე და ძალოვანი უწყებების მუშაობის კუთხით არსებული პრობლემები მოხვდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე, განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა.
აგრეთვე ნათქვამია, რომ საქართველოში სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა კვლავ პრობლემად რჩება.
„HUMAN RIGHTS WATCH“ მიიჩნევს, რომ 2017 წელს საქართველო განაგრძობდა ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარებას. წლის განმავლობაში კი, შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლგბტ პირთა უფლებების დაცვის კუთხით.