ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. ის ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ყველა ტაძარში წყალკურთხევა ანუ დიდი აიაზმა აღესრულება, რის შემდეგაც მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ.
კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, დილიდან სამების ტაძარში იმყოფება, სადაც საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
„ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს. დღეს, თქვენ წაიღებთ ნაკურთხ წყალს სახლში, ასხურეთ თქვენი სახლები, თქვენი შვილები, თქვენი კარმიდამო და სულიწმინდა დაისადგურებს თქვენთან,“ - განაცხადა ილია მეორემ.