წინასწარი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ, ყოფილმა პროკურორმა, გიორგი ჭანტურიამ „რუსთავი 2“-თან პირველი კომენტარი გააკეთა. გიორგი ჭანტურიამ გამორიცხა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მას გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან კონფლიქტი ჰქონდა.
გიორგი ჭანტურიამ ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ის კომენტარს გააკეთებს და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს იმ ზეწოლასთან დაკავშირებით, რომელზეც მისი ოჯახი საუბრობს.
გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში 17 იანვარს დააკავეს. ადვოკატების მტკიცებით, მას გამოძიება 236-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.
თუმცა, 2 დღიანი პატიმრობის შემდეგ მას ბრალი არ წარუდგინეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს.