18 ნოემბერი 2024,   04:16
ვრცლად
მარნეულში 13 წლის მოზარდი მატარებელმა გაიტანა

მარნეულში 13 წლის მოზარდი მატარებელმა გაიტანა. არასრულწლოვანი სკოლიდან სახლში სარკინიგზო ლიანდაგების გავლით ბრუნდებოდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ყურსასმენები ეკეთა და სატრანსპორტო საშუალების მიახლოება ვერ გაიგო.

ოჯახის განცხადებით კი, მატარებელს გამაფრთხილებელი სირენა არ გამოუყენებია.

ინციდენტის შესახებ გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.  

დღის ამბები