„ანტი საბჭოთა ისტორიები“ - ასე ჰქვია მწერლის, ოლეგ პანფილოვის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნი მოიცავს პატარ-პატარა სტატიებს სხვადასხვა თემაზე, თუმცა, ყველა სტატია ძირითადად რუსეთის იმპერიალიზმის სიცრუეს ასახავს.
„ეს წიგნი არის ისტორიაზე, უცნობ ისტორიაზე, რომელსაც მალავდნენ. ბევრმა ადამიანმა უბრალოდ არ იცის, რა ხდებოდა ბოლო 300-500 წლის განმავლობაში. როგორ იქმნებოდა რუსეთის უზარმაზარი იმპერია. ეს წიგნი შეიძლება გახდეს ისტორიის სახელმძღვანელო რუსეთზე,“ - განაცხადა ოლეგ პანფილოვმა.
"ანტი საბჭოთა ისტორიები:" უკვე ნათარგმნია უკრაინულ, ჩეხურ ენებზე, ახლა კი ქართველ მკითხველსაც ეძლევა წიგნის გაცნობის საშუალება.