18 ნოემბერი 2024,   04:16
ვრცლად
ტკბილეულის ჭამა და კარადიდან ტანსაცმლის გადმოყრა - სოფელ ახალშენში უჩინარ სტუმარს ეძებენ

ახალი წლიდან გორის სოფელ ახალშენში ადგილობრივებს მშვიდად ვერ სძინავთ. მოსახლეობა ვერაფრით ხსნის მათი სახლებიდან ტკბილეულის გაქრობას, ჭურჭლის გადაადგილებას და კარადებში ნივთების არევას. მათი თქმით, პარანორმალური მოვლენები ღამით ხდება და უცნობი სტუმარი უკვე სოფლის 60-მდე ოჯახშია ნამყოფი. 

ახალშენში ყვებიან, რომ უჩვეულო სტუმარი სახლებში მაშინ შედის, როცა ოჯახებს სძინავს. მის დასაჭერად ადგილობრივებმა ღამე მორიგეობაც დააწესეს. თუმცა იმ დროს არავინ გამოჩნდა.

ადგილობრივების მტკიცებით, უცნობი პირი მათ სახლებში იმდენად ფრთხილად გადაადგილდება, რომ მძინარე ოჯახი ვერაფერს იგებს. ახალშენში ამტკიცებენ, რომ რამდენჯერმე უცნობ პირს დაედევნნენ, თუმცა უშედეგოდ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფლიდან პოლიციისთვის ამ ფაქტის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები