18 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
გიორგი ჭანტურიას სახლს სამართალდამცავები ჩხრეკენ, იკითხებიან მისი მეგობრები და მეზობლები

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ გიორგი ჭანტურიას სახლს სამართალდამცავები ჩხრეკენ. ამის შესახებ ოჯახს სამართალდამცავებმა აცნობეს.

სამართალდამცავები რუსთავსა და თბილისში მდებარე სახლებს ჩხრეკენ. ასევე დაკითხვაზე ხელმეორედ გადაიყვანეს გიორგი ჭანტურიას მეზობლები და მეგობრები.

გიორგი ჭანტურია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 40-საათიანი დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. 

გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლული საკუთარ კაბინეტში ნახეს. ამ დრომდე სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები