18 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
გიორგი ჭანტურიას მამა, რომლის სახლსაც სამართალდამცავები ჩხრეკენ, გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ გიორგი ჭანტურიას მამა, რომლის სახლსაც სამართალდამცავები ჩხრეკენ, შეუძლოდ გახდა. 

ზურაბ ჭანტურია გულის შეტევით სასწრაფო დახმარების მანქანამ ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანა. გიორგი ჭანტურიას მამას ჰოსპიტალიზება მის საცხოვრებელ სახლში პოლიციის კიდევ ერთხელ გამოჩენის შემდეგ დასჭირდა. 

სამართალდამცავები რუსთავსა და თბილისში მდებარე სახლებს ამ წუთებშიც ჩხრეკენ. პარალელურად, დაკითხვაზე ხელმეორედ გადაიყვანეს გიორგი ჭანტურიას მეზობლები და მეგობრები.

გიორგი ჭანტურია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 40-საათიანი დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები