30 დეკემბერი 2024,   20:12
ვრცლად
ნინო სუხიშვილი არ გამორიცხავს, რომ პროექტმა "ცეკვა ქართული" დიდ სცენაზე გადაინაცვლოს

ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი, ნინო სუხიშვილი, არ გამორიცხავს, რომ პროექტმა "ცეკვა ქართული" დიდ სცენაზე გადაინაცვლოს.

"საინტერესო იქნება ამ ცეკვების სხვანაირად შემოსვა. გააჩნია, როგორ ჩააცმევ მოცეკვავეს. "ასსა" იყო პირველად სპორტულ კოსტუმებში და სულ სხვანაირად იყო აღქმული, როგორც კი გადავიდა დიდ სცენაზე და შეიმოსა ხალხური სამოსით, სხვანაირად წარმოჩნდა. ასე რომ, შეიძლება, ვნახოთ, როგორ იქნება ეს," - განაცხადა სუხიშვილმა.

ნინო სუხიშვილი ექსპერიმენტულ ცეკვასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა, განსხვავებული აქცენტების ეთერში საუბრობს.

„ეს არის კლუბური ვერსია, სხვა ფორმატია, როცა ცეკვავ კლუბში, სხვანაირად ცეკვავ, როცა ცეკვავ დიდ სცენაზე ეს აბსოლუტურად სხვა პროგრამაა,“ - განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

ნინო სუხიშვილის თქმით, პროექტს „ცეკვა ქართული“ ჰქვია.

„გვინდოდა, გვეჩვენებინა, დღევანდელ დღეს, 21-ე საუკუნეში, როგორ შეიძლება, იცეკვონ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა, ეს იქნება კლუბში თუ ქუჩაში თუ სცენაზე,“ - განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

 

დღის ამბები