დონალდ ტრამპი ინაუგურაციის ერთი წლის თავს ფლორიდაში აღნიშნავს. გრანდიოზული წვეულება შეერთებული შტატების პრეზიდენტის კერძო რეზიდენციაში იმართება. ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები კი მისი პრეზიდენტობის ერთი წლის აღსანიშნავად მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე შეიკრიბნენ.
ქალთა მარში ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და კიდევ 250-მდე ქალაქში გაიმართა.
აქციის მონაწილეები შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკას აკრიტიკებენ, ქალთა უფლებების გაზრდას ითხოვენ და გმობენ პრეზიდენტის სექსისტურ და ანტი-მუსლიმანურ გამონათქვამებს.
ქალთა მარშს თავად დონალდ ტრამპმაც დაუჭირა მხარი. მან twitter-ით მოუწოდა ამერიკელებს, რომ აქციაზე გავიდნენ და ამგვარად ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი ერთი წელი და ეკონომიკური წარმატებები იზეიმონ.