დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, ნათლული ამჯერად 700-ზე მეტი ბავშვი გახდება.
ნათლობა ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.
მოგვიანებით სამებაში ილია მეორე მიბრძანდება და შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს. დალოცავს ნათლულებს.
ამჟამად პატრიარქს 34 ათასამდე ნათლული ჰყავს.