18 ნოემბერი 2024,   04:17
ვრცლად
"აგარის შაქრის" თანამშრომლები ქარხნის გაჩერებას აპროტესტებენ

ქარელის რაიონის სოფელ აგარაში საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლები ქარხნის გაჩერებას აპროტესტებენ. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას და რეაგირებას ითხოვენ.

შეკრებილების თქმით, ქარხანა სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რადგან ის იმპორტირებულ უხარისხო და იაფ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს. ერთ-ერთ პრობლემად სახელდება "აგარის შაქრის" სახელით გამოსული ფალსიფიცირებული პროდუქტი.

ქარხანაში დასაქმებულები ამბობენ, რომ ისინი ნოემბრიდან უმუშევრები არიან. 

დღის ამბები