ორ წელიწადში ბათუმს უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება. სტადიონის მშენებლობას საფუძველი დღეს ოფიციალურად ჩაეყარა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი და მისი ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა "ხორუმის" კონცეფციაზეა აგებული.
100 მილიონ ლარამდე ღირებულების სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება.
მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.