18 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
გენერლის მკვლელობის საქმე - რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა

რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. გავრცელებული ცნობით, ღონისძიების დროს ნივთმტკიცებებს ეძებდნენ, რომელიც გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების საქმეს უკავშირდება.

ტერიტორიაზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რა სახის ნივთმტკიცებას ეძებდნენ. მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ  სამძებრო ღონისძიებები გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

სამძებრო სამუშაოები გუშინ ღამით დაწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება ხვალ განახლდება.

დღის ამბები