24 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
აშშ-ში მოკლული ქართველი ექიმის მეზობლებმა მომხდარის შესახებ ტელევიზიით გაიგეს

ამერიკაში მოკლული ქართველი ექიმის დავით კანდელაკის ოჯახი ქუთაისიდან არის.

კურიერმა ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, იმ სახლს მიაგნო, სადაც კანდელაკები ცხოვრობდნენ.

კენტუკის შტატში მომხდარი შემთხვევის შესახებ მეზობლებმა ტელევიზიით გაიგეს. ისინი დავით კანდელაკს და მის ოჯახს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ოჯახი ამერიკაში წლების წინ გაემგზავრა.

დავით კანდელაკი და მისი მეუღლე ამერიკის მოქალაქეები არიან.

დღის ამბები