18 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
რეგიონი, რომელიც ყველაზე სისხლიანი სპეცოპერაციის მომსწრე გახდა - პანკისში მზად არიან, თავი დადონ საქართველოსთვის

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაცვალება მოჰყვა, ადგილობრივებს კვლავ ათობით პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ.

პანკისელები ვერ ხსნიან, რას და რატომ შეეწირა ახალგაზრდა. მისი მშობლები ამბობენ, რომ, თუ აქამდე მთავრობა ტერორიზმთან ბრძოლას ცდილობდა, დღეს ხელისუფლება თვითონ გამოვიდა ტორორისტის როლში.

ეს რეგიონი ყველა ხელისუფლების დროს ყველაზე სისხლიანი სპეცოპერაციების მოწმე იყო. მედიითაც პანკისზე საუბარი, სამწუხაროდ, მხოლოდ ტერორიზმთან კავშირში იწყება ხოლმე. ვინც იქ თვითონ არასდროს ყოფილა, ალბათ, ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, რომ 1990-იანი წლების მსგავსად, ხეობა დღესაც შეირაღებული ადამიანებით და მუდმივი საფრთხით არის სავსე. 1990-იან წლებში და ორათასიანების დასაწყისშიც ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.

დღეს პანკისი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი მხარეა, კრიმინალის ძალიან დაბალი მაჩვენებლით, სადაც თვლიან, რომ ეს მათი ერთადერთი სამშობლოა და მზად არიან, თავი დადონ ამ ქვეყნისთვის.
 

დღის ამბები