6 წლის ბარბარეს, რომელიც წელს ქვემოთ მოწყვეტილია, ოპერაცია საზღვარგარეთ ესაჭიროება. ამისთვის ოჯახმა 28 იანვრამდე 14 ათასი დოლარი უნდა შეაგროვოს, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დიდ თანხას წარმოადგენს.
ბარბარე ხერხემლის თიაქრის დიაგნოზით დაიბადა. თვენახევრისას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. სამედიცინო დასკვნის თანახმად, წარმატებულად. ცოტა ხანში კი უკვე ბრონქიტით საავადმყოფოში მოხვდა, რა დროსაც ექთანმა შენიშნა, რომ ძალიან მწარე წამლების ინექციისას ბავშვს რეაქცია არ ჰქონდა. გაირკვა, რომ ის წელსქვემოთ მოწყდა.
მოგვიანებით ბარბარეს ფეხები გაწვრილება შეამჩნიეს. შარშან კი განგრენა დაეწყო. ამპუტაციას გადაურჩნენ, მაგრამ ტროფიკული წყლული არა და არ ურჩება. მედიკამენტებისთვის, პროცედურებისთვის და ათასი ექიმის ჰონორარისთვის უკვე გახარჯული აქვთ ბარბარეს შემდეგი 3 წლის პენსია. ბანკი სესხს აღარ აძლევთ.
ექიმი ბიულინტ ბოზიგიტი თურქეთის ქალაქ მალატიაში მუშაობს. მის კლინიკაში ბარბარეს ოპერაცია ე.წ. და ვინჩი რობოტით ჩაუტარდება.