18 ნოემბერი 2024,   04:11
ვრცლად
პატარა მხატვარი ქუთაისიდან

7 წლის გეგა სოფრომაძე  პატარა ასაკიდან ხატავს. ქუთაისელ პატარა მხატვარს სკოლაში "პიკასოს" ეძახიან, სახლში - "ვანგეგას". მსოფლიო მხატვრებს კარგად იცნობს და მათი შემოქმედების გავლენაც გეგას ნახატებზე ჩანს, მაგრამ კუმირებს შორის ყველაზე მეტად ფიროსმანის, როგორც თავად ამბობს, ფერადმა ცხოველებმა და გამოხატულმა კონტურებმა მოხიბლა.

ნახატებზე მისივე ფანტაზიით გამოგონილი ზღაპრების და სხვადასხვა სიუჟეტების გმირები არიან.

გეგას დედა დარდობს, რომ უსახსრობის გამო, სამხატვრო სკოლაში ვეღარ დაჰყავს.

ბოლო დროს კუბიზმმა და პიკასომ გაიტაცა, გეომეტრიული ფიგურებით და მკვეთრი ფერებით ორსახოვანი პერსონაჟების აწყობით ყველაზე მეტად ხალისობს.

გეგას ოცნებაა, დიდი სახლი და საკუთარი სახელოსნო ჰქონდეს, რომელიც დარწმუნებულია, რომ გაიზრდება აუცილებლად ექნება.

 

 

 

ავტორი: თაკო მესხი

დღის ამბები