04 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
სააკაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს თბილისში. შემთხვევა დღის ბოლოს სააკაძის ქუჩაზე მოხდა. დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის თბილისის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ დროისთვის სტაბილურია.

რა გახდა დანაშაულის მიზეზი და მოტივი, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-118 მუხლებით მიმდინარებს, რაც სხეულის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები