ამ დრომდე მძიმეა 40 წლამდე ასაკის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ის
ბათუმში, ლიფტის შახტაში ჩავარდა. შემთხვევა საზღვაო ჰოსპიტალში მოხდა.
დაშავებული კლინიკა "მედინაში" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
თვითმხილველების თქმით, დაზარალებული ჰოსპიტალის თანამშრომელია და ის უფუნქციო ლიფტის შახტაში ჩავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.