18 ნოემბერი 2024,   04:15
ვრცლად
აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის ოჯახი დახმარებას ითხოვს

შეერთებულ შტატებში მოკლული დავით კანდელაკის ოჯახი დახმარებას ითხოვს. სპეციალურ ვებ გვერდზე, სადაც ინტერნეტ მომხმარებლების მიერ თანხის შეგროვება ხდება, წერილი გუშინ გამოქვეყნდა.

წერილის მიხედვით, ოჯახს ცხედრის საქართველოში გადმოსვენებისთვის თანხა არ აქვს და მხარდაჭერას ითხოვს. მიმართა თუ არა კანდელაკის ოჯახმა ამავე თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ ეტაპზე უცნობია.

31 წლის დავით კანდელაკისა და მისი მეგობრის, ჯოშუა რაისის ცხედრები ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ნახეს. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. პოლიცია დამნაშავეს ეძებს.

დღის ამბები