18 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
საყოველთაო ნათლობის დროს მონათლული ბავშვები პატრიარქმა დალოცა

გუშინ, დღის ბოლოს საყოველთაო ნათლობის დროს მონათლული ბავშვები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა. ილია მეორემ სამებაში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა.
ეს უკვე ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა იყო.

ილია მეორის ნათლული ამჯერად 700-ზე მეტი ბავშვი გახდა. ამჟამად პატრიარქი უკვე 34 ათას 500-მდე ბავშვის ნათლიაა. ყველა ახლადმონათულულს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ. 

დღის ამბები