„მზად ვართ გავააქტიუროთ ეს საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში,“ - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის სამინისტროში, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.
იუსტიციის მინიტრმა კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.
„მზად ვართ გავააქტიუროთ ეს საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად დაბალანსებული და საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებები მალე ავსახოთ კანონმდებლობაში, მაგრამ წავიდეთ, თუკი ამაზე თანხმობა იქნება კიდევ უფრო შორსაც იმისთვის, რომ დავიცვათ ის ადამიანები, ვინც არ არის მომხმარებელი იმისგან, რომ არ გახდნენ ისინი მომხმარებლები მომავალში, ვებრძოლოთ იმათ ვისაც, სალაპარაკო ენაზე გამსაღებლებს ვეძახით, რომ ახალი წამახალისებელი ფაქტორები არ არსებობდეს და დავიცვათ ისინი, ვინც უკვე მომხმარებელია,“ - განაცხადა წულუკიანმა.