18 ნოემბერი 2024,   04:18
ვრცლად
მტკვარში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - სამართალდამცველები სავარაუდოდ, ქუთათელაძის მკვლელობის იარაღს ეძებენ

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ყოფილი პროკურორი, შს მაღალჩინოსნებს ზეწოლაში ადანაშაულებს. გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მასზე ფსიქლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

ჭანტურიას ადვოკატები ამბობენ, რომ ჭანტურიაზე ზეწოლას შს მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე ახორციელებდა და მისგან გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას მოითხოვდა.

ადვოკატები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ყოფილ პროკურორს გენერლის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.

უფლებადამცველების თქმით, ჭანტურიას არანაირი კავშირი არ აქვს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან.

პარალელურად კი, მტკვარში მეორე დღეა სამძებრო სამუშაოები გრძელდება - სამართალდამცველები სავარაუდოდ, გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის იარაღს ეძებენ. სამართალდამცველების მხრიდან ოფიციალური განმარტებები ამ დრომდე არ კეთდება.

დღის ამბები