18 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
აფეთქება ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას - დაშავებულია 3 მუშა

ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში. აფეთქების შედეგად დაშავებულია სამი მუშა. ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ავრცელებს.

აფეთქება სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მოხდა. დასაქმებულების ინფორმაციით, მძიმედაა დაშავებული სამი მუშა.

მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც, ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.

„უსაფრთხოების ზომების დარღვევამ გამოიწვია, აუცილებლად, რომელი უსაფრთხოების ზომები, არცერთი არაფერს არ ინახავენ, ამდენი ქვები დაყრია ბიჭებს, კიდევ როგორ გადარჩნენ არ ვიცი,“ - განაცხადა სოფლის გამგებელმა, სპარტაკ ლაცაბიძემ.

დღის ამბები